პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში
უკრაინის ჰიმნი, რუსული აგრესიის უმძიმესი კადრები და წუთიერი დუმილი. ასე გაიხსნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენება, წელს ევროპის შუაგულში მიმდინარე ომს, საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებს, პოლიტიკური ელიტის კრიტიკას და იმის შეხსენებას მიეძღვნა, რომ ერთიანობის გარეშე ქვეყანა ზიანდება. ეს გზავნილი ხელისუფლების ყველა შტოს, ეკლესიის წარმომადგენლებმა და დიპლომატებმაც მოისმინეს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
