ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ სამუშაოების გამო,15 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება
ხვალ, 15 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის განცხადებით, წყალგამტარ გვირაბზე განხორციელებული სამუშაოები კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს. „ისნის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების მომხმარებლების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 15 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 მარტს 10:00 საათიდან 16 მარტის 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I გასასვლელს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილსა და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს. ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, გრუზინსკის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის ქუჩას, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს. ჩუღურეთის რაიონში: მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს. ივერთუბნის დასახლებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აცხადებენ კომპანიაში.
