თავისუფალი სტილით მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
125 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი მილან კორჩოგი დაამარცხა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მანაშვილთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ელბაქიძემ მოიპოვა. გიორგი გეგელაშვილი და ევსემ შველიძე ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. რამაზ თურმანიძე, ბაგრატ გაგნიძე და დავით კოღუაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდნენ. ქართველი მოჭიდავეები თბილისში ხვალ დილით დაბრუნდებიან.
