მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
საქართველოს უმეტეს ქალაქში, დღეს თოვლია მოსალოდნელი, ხოლო ზოგიერთ რაიონში, ცივი ამინდი შენარჩუნდება. მთაში კვლავ ყინვა, ბარში კი დაბალი ტემპერატურა იქნება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ითოვებს თბილისშიც, დედაქალაქში ჰაერი დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი, -3 გრადუსი იქნება.
