ინტერვიუ ხარკოვის მერთან
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი , უკვე მეცხრამეტე დღეა, რუსი ოკუპანტების სამიზნეა. „იმედის კვირამ“ ხარკოვის მერთან ინტერვიუ ჩაწერა. იგორ ტერეხოვმა ქალაქში არსებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს თბილისელი კოლეგა, კახა კალაძე.
