ლვოვში საკონსულო პუნქტი გაიხსნა
უკრაინაში, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატიური წარმომადგენლობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს სამშობლოში დასაბრუნებელი საბუთების გაცემას. კიევის გარდა კვირაზე მეტია, საკონსულო პუნქტი გაიხსნა ქალაქ ლვოვში, სადაც ასევე დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს და დაინიშნა უფასო ავტობუსები, ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით. მოქმედებს ცხელი ხაზიც.
