ომის მეთექვსმეტე დღეს რუსეთის მთავარ სამიზნედ კვლავ კიევი სახელდება
ომის მე-16 დღეს, რუსეთის მთავარ სამიზნედ კვლავ კიევი სახელდება. უკრაინის დედაქალაქის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ბოლო 24საათში საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო თავდასხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელეს. მათ შორის, ომის დაწყებიდან პირველად, დაიბომბა უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქები - ივანო-ფრანკოვსკი, ლუცკი და დნეპრო. საბრძოლო მოქმედებები არ წყდება ხარკოვის ოლქშიც.
