ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - მე-16 დღეა უკრაინული ქალაქები პუტინის რუსეთის სამიზნეა. ხარკოვი და მარიუპოლი სასტიკი დაბომბვის ქვეშაა. ოკუპანტი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმოწყალოდ ბომბავს. დღეს რუსებმა ხარკოვი ოსკოლსკის ფსიქო-ნევროლოგიური ინტერნატის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს შენობაში 330 ადამიანი იმყოფებოდა.
