სტრასბურგის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ მორიგი გამარჯვება ჰააგაში მოიპოვა
სტრასბურგის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ მორიგი გამარჯვება ჰააგაში მოიპოვა. ისტორიული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს. ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა სამი ბრალდებულის დაკავების ბრძანება გასცა. ეს ადამიანები არიან: მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, დანაშაულების ჩადენას ხელი განზრახ შეუწყო.
