დღეს უკრაინის მიმართულებით დედალაქიდან დაახლოებით 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
დღეს უკრაინის მიმართულებით დედალაქიდან დაახლოებით 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. ინიციატივა დედაქალაქის მერიას ეკუთვნის. ჰუმანიტარურული ტვირთის მიწოდების პროცესში ჩართულია „საქართველოს ფოსტა“ და წითელი ჯვარი. გარდა ამისა, მილიონზე მეტი ლარი უკვე შეგროვებულია ფონდში, რომელიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაიხსნა. დედაქალაქის მერმა დღეს მადლობა გადაუხადა კომპანიებსა და იმ მოქალაქეებს, ვინს უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარება გაიღეს.
