ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ნედ პრაისის მიმართ დასმული შეკითხვა, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილი. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, აქ მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარეთ ყველას, მათ შორის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით შეიძლება განსხვავებული პოზიციები არსებობდეს.
