რუსული საოკუპაციო ძალები მარიუპოლში საცხოვრებელ მასივებს ბომბავენ
რუსული საოკუპაციო ძალები მარიუპოლში საცხოვრებელ მასივებს ბომბავენ, ცეცხლია გახსნილი გრადის ტიპის ზალპური სისტემით. მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქის თავზე რუსული ავიაცია ყოველ 30-თ წუთში ერთხელ ჩნდება და დასახლებულ პუნქტებს ბომბავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. ვითარება მწვავეა უკრაინის სხვა ქალაქებშიც.
