სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება
საქართველოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ომისგან გამოწვეული მძიმე შედეგი, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეებს აერთიანებთ - ეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გზავნილის ნაწილია. ნედ პრაისმა უკრაინის მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ცოტა ქვეყანა თუ ხვდება რუსეთის აგრესიის პოტენციურ შედეგს ისე კარგად, როგორც საქართველო, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ. მისივე თქმით, პრინციპები, რომელიც რუსეთმა საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივეა, რასაც დღეს უკრაინის შემთხვევაში არღვევს
