საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ევროკავშირმა ასოცირებული სახელმწიფოების ევროპულ მომავალზე მუშაობა აქტიურად დაიწყო
საქართველო, უკრაინა, მოლდოვა _ ევროკავშირმა ასოცირებული სახელმწიფოების ევროპულ მომავალზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. ევროპული საბჭო ევროკომისიის ანგარიშებს ელოდება იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არიან სახელმწიფოები მომავალი წევრობისთვის. ევროკავშირის წევრებს შორის სრული კონსენსუსია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე, მაგრამ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამ ეტაპზე საომარ პირობებში მყოფი ქვეყნის ევროპულ ოჯახში მიღების საკითხზე. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ“ ევროკავშირის ლიდერთა განცხადება მეხუთე პუნქტით მთავრდება, რომელშიც საუბარია საქართველოსა და მოლდოვის განაცხადების შესახებ. ახლა მთავარია, რა ანგარიშებს გადაუგზავნის ევროკომისია ევროპულ საბჭოს და როგორი იქნება მათი პასუხი, თუ რამდენად მზად არიან სახელმწიფოები მომავალი წევრობისთის
