ევროკავშირის სამიტი
უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროკომისიამ უნდა მოამზადოს მოსაზრებები უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე. უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს, რომელიც აუცილებლად წევრობით უნდა დასრულდეს, ევროპულმა საბჭომ უკვე მწვანე შუქი აუნთო. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ წუთებში, ვერსალში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე მსჯელობენ. კიევი კანდიდატის სტატუსს ითხოვს. ამ სტატუსის მინიჭებაზე სამიტზე ლიდერები ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ პროგრამის მაქსიმუმი შესრულდა და საომარ მოქმედებებში მყოფი სახელმწიფოს მოსახლეობას მათ იმედის სიგნალი გაუგზავნეს