თურქეთის მედიაციით ორი დიპლომატის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
პათეტიკური ყვირილი ე.წ. სისასტიკის გამო. ასე უპასუხა სერგეი ლავროვმა მარიუპოლის სამშობიაროზე შეტევის შესახებ კითხვას ანტალიაში. თურქეთის მედიაციით ორი დიპლომატის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ორ საათზე ნაკლები დრო და არავითარი პროგრესი. უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს არის კრემლის პასუხი. „მარტივიც და რთულიც“- ასე აღწერს სერგეი ლავროვთან დიალოგს დმიტრო კულება. დღევანდელი შედეგის მიუხედავად, მხარეები აცხადებენ, რომ მცდელობა გაგრძელდება.
