უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მხარეთა შორის პირველი მაღალი რანგის დიპლომატიური მოლაპარაკებები ანტალიაში გაიმართა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მხარეთა შორის პირველი მაღალი რანგის დიპლომატიური მოლაპარაკებები ანტალიაში გაიმართა. თურქეთის მედიაციით , სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება, ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება და კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალის მონახვა იყო.
