უკრაინაში რამდენიმე ქალაქში საცხოვრებელი რაიონები ამ დრომდე იბომბება
უკრაინაში რამდენიმე ქალაქში საცხოვრებელი რაიონები ამ დრომდე იბომბება. რთული ვითარებაა კიევის შემოგარენშიც. დედაქალაქის მერის თქმით, კიევი უკვე ყოველმა მეორე მცხოვრებმა დატოვა და ამჟამად ადგილზე 2 მილიონამდე მოქალაქე რჩება. უკრაინული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად კვლავ აქტიურად სთხოვს ქვეყნის ტერიტორიაზე ცის დაკეტვას.
