მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
პრემიერის გადაწყვეტილებით და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. რეგიონებიდან სხვადასხვა სახის საკვები და ჰუმანიტარული დახმარების ნივთები მოაგროვეს. პროცესში აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო სექტორიც. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. უკრაინის დასახმარებლად დაწყებული კამპანია გაგრძელდება.
