პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის განახლებული მუზეუმი დაათვალიერა
პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის განახლებული მუზეუმი დაათვალიერა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და როგორც ბიბლიოთეკის, ასევე, მისი თანამშრომლების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით ემოციური იყო უკრაინული რარიტეტული გამოცემების ნახვა. სიტყვით გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
