ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოზიცია დააფიქსირა მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა, რომელიც განაჩენისთვის ლონდონიდან ჩამოფრინდა. მან ვრცლად ისაუბრა დის შესახებ და აღნიშნა, რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.
