უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სახელმწიფო საზღვრის კონტროლი და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სახელმწიფო საზღვრის კონტროლი და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა - სწორედ ამ თემებზე დაისვა დღეს პარლამენტში მედიის მხრიდან ყველაზე მეტი შეკითხვა. კითხვების ადრესატი შსს მინისტრი იყო, რომელსაც ნდობის ჯგუფის ფორმატში დახურულ შეხვედრაზე მოსუმინეს. არ არის მართალი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ. 13 დღის განმავლობაში, საქართველოში რუსეთიდან 20- ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ქვეყნიოდან 40 ათასი შემოვიდა. მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს საზღვარზე კონტროლი გამკაცრებული აქვს, შესაბამისად 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს
