მამუკა მდინარაძის განცხადება
უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ამ განცხადებას, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძე აკეთებს. მისი თქმით, საინფორმაციო ომში ჩართულია რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება და პარტიული აქტივი მთლიანი რესურსით, რომლებიც თავიანთ მავნებლურ კამპანიას რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ. მისივე თქმით, მსგავსი პრეცედენტი დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება მიუხედავად იმისა, შეუერთდა თუ არა ესა თუ ის ქვეყანა სანქციებს, ან აგზავნის თუ არა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მოხალისეებს უკრაინაში.
