არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი საქართველოში პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით
საკვები პროდუქტების მარაგებთან დაკავშირებით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს - ამ განცხადებას, ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ, მხოლოდ ის რაოდენობის პროდუქტი შეიძინონ, რაც სჭირდებათ, ვინაიდან ჭარბი პროდუქტის შეძენამ შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს. სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
