საქართველოს განაცხადმა პირველი ეტაპი უკვე გაიარა - გზა ევროკავშირისაკენ 1 ნაბიჯით დამოკლდა
საქართველოს განაცხადმა პირველი ეტაპი უკვე გაიარა. გზა ევროკავშირისაკენ 1 ნაბიჯით დამოკლდა. ევროპულმა საბჭომ გზავნილი ევროკომისიას გადასცა და ახლა ჩვენი ქვეყანა ამ სტრუქტურის დასკვნას დაუცდის. „ახალი სპეციალური პროცედურებით“ ევროკავშირში დაუყოვნებლივ მიღება პირველმა, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ მოითხოვა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2024 წელს დაგეგმილი სვლა, „ქართულმა ოცნებამაც’’ დააჩქარა. განაცხადი გაგზავნა მოლდოვამაც, თუმცა ბრიუსელი სამივე ქვეყნის შესახებ, ერთად იმსჯელებს
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
