ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი ისევ გაუფასურდა. ეკონომიკურ წრეებში ვალუტის ვარდნას რამდენიმე მიზეზით ხსნიან - ნეგატიური მოლოდინები, ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, უკრაინის ომი და სანქციები რუსეთზე. დარგის ექსპერტების შეფასებით, ლარი ახლა პიკშია, თუმცა პოზიტიური მოლოდინების გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში, ეროვნული ვალუტის გამყარებასაც პროგნოზირებენ. მათივე განმარტებით, ქვეყანაში მაკროპარამეტრები არ გაუარესებულა.
