რუსეთი უკრაინის 6 ქალაქს ერთდროულად უტევს
კიევი, სუმი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ნიკოლაევი,ზაპოროჟიე- რუსეთი უკრაინის 6 ქალაქს ერთდროულად უტევს. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. უკრაინა დაბომბილი საცხოვრებელი სახლების და დიპლომატიური შენობების შესახებ იუწყება. კრემლი წესების გარეშე მოქმედებას განაგრძობს. ცეცხლს უხსნის ადამიანებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაღწევას ცდილობენ. ასე ესმის მოსკოვს, სამშვიდობო დერეფნები. გაეროს მონაცემებით, პუტინის ომს უკვე 406 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ბავშვები. 801 დაშავდა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
