ხულოში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს. გადაწყვეტილება ფართის მესაკუთრემ მიიღო
ხულოში ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს. გადაწყვეტილება ფართის მესაკუთრემ მიიღო. დათო სოლომონიძის თქმით, მისთვის „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგია მიუღებელია. ამბობს რომ თავდაპირველად შეცდომაში შეიყვანეს, გუშინ ბანერების გაკვრის შემდეგ კი გაიგო ვინ იქირავა ფართი. მისივე განმარტებით, ოფისი კვირას უნდა გაეხსნათ. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ არ დაუშვებენ ხულოში ალტინფოს ოფისის გახსნას.
