პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნესასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოისმინა ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, გაზრდილია ექსპორტი და დადებითი დინამიკაა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით.
