უკრაინისადმი ევროპულ სოლიდარობას ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, პოლონელი პოლიტიკოსი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა
უკრაინისადმი ევროპულ სოლიდარობას ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, პოლონელი პოლიტიკოსი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებულ პოსტში, ტუსკი წერს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის მხოლოდ 50 ვიზა გასცა მაშინ, როდესაც პოლონეთმა მილიონ ორასი ათასი უკრაინელი შეიფარა ბოლო ორ კვირაში. ამის ფონზე, ბორის ჯონსონის სიტყვებს, რომ გაერთიანებული სამეფო მაქსიმალურად ხელგაშლილია, დონალდ ტუსკი ირიბად, სამარცხვინოდ აფასებს.
