საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან და გერმანიის კანცლერთან, ვიდეო-კონფერენცია გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან და გერმანიის კანცლერთან, ვიდეო-კონფერენცია გამართა. საუბრის თემა უკრაინაში არსებული ვითარება იყო. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის როლს ამ სიტუაციაში. ჩინეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა. სი ძინ პინმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ოფიციალური პეკინი და მოსკოვი ახლო დიპლომატიურ ურთიერთობაში არიან, ჩინეთს ამ დრომდე არ დაუგმია თუმცა არც გაუმართლებია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტი.
