მილიონ ნახევარი ლტოლვილი მხოლოდ 10 დღეში
მილიონ ნახევარი ლტოლვილი მხოლოდ 10 დღეში, ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დევნილების ყველაზე დიდი კრიზისის ზღვარზეა. უკრაინელები თავს მეზობელ ქვეყნებს აფარებენ, ომს გამოქცეულები უკვე მიიღეს: უნგრეთმა, მოლდოვამ, სლოვაკეთმა, რუმინეთმა, 183 ათასი კი ევროპის სხვა სახელმწიფოებში გაიხიზნა. თუმცა ლტოლვილების უმრავლესობა, გაეროს მონაცემებით, მილიონ 27 ათას 603 - ამ დროისათვის პოლონეთშია. ყველა უკრაინელს, რომელიც ომს გამოექცა, ტრაგიკული ისტორია აქვს. ქეთევან ქარდავა და კახა როინიშვილი მეორე დღეა პოლონეთში მუშაობენ და ლტოლვილებს ხვდებიან.
