რუსეთის მოქალაქეები საქართველოში
რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა - ამ განცხადებას, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავიტაშვილი აკეთებს. მისივე თქმით, ზუსტ სტატისტიკას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გაავრცელებს. რიცხვებით საუბარი, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის - აცხადებს მინისტრი. დღეს დავიტაშვილი, ბიზნეს საქმიანობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესერბის საკითხსაც გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისტვის, რომლებიც ჩვენთან დღეს ჩამოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, ეს საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილი იყო და გახსნილია - აცხადებს დავითაშვილი.
