პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირებისთვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი წარედგინა
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირებისთვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი წარედგინა. 13-ი პუნქტისგან შემდგარ დოკუმენტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. მას შემდეგ რაც დოკუმენტი ბიუროს წარედგინა, მისი საკომიტეტოს განხილვები დაიწყება, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად უკვე პლენარულ სესიაზე გავა. რა დამატებითი ბერკეტია რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ხელში.
