უკრაინას სოლიდარობა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა
უკრაინას სოლიდარობა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა პრემიერ მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, საბრძოლო მოქმედებების დასრულება მოხერხდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ომი მიუღებელია, ომში მყოფი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარება კი საქართველოს მხრიდან გაგრძელდება.
