მამუკა მდინარაძის განცხადება
საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთში ქართული რძის პროდუქტების გატანა, ვერავითარ ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს, რადგან ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი.
