დახმარება უკრაინელ ხალხს
ბრიტანეთის საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა იმ ხალხის დასახმარებლად, ვინც იძლებულია უკრაინა დატოვოს, ან ქვეყნის შიგნით უსახლკაროდ დარჩა , თანხის შეგროვება დაიწყო. კამპანიაში ცნობილი მსახიობები, მათ შორის „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი- ქით ჰარინგთონი ჩაერთო. უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ფონდი შექმნეს უკრაინული წარმოშობის მილა კუნისმა და მისმა მეუღლემ, ეშთონ ქაჩერმა. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს, სოლიდარობას უკრაინული სიმღერით უცხადებს ქეთი მელუა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
