დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან, სენატორ ბენ კარდინთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, სენატორ ბენ კარდინთან. საუბრის მთავარ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები, მიმართულია არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის წესებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მთლიანად ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
