ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადება
უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შემოღებისკენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის მოწოდება, უპასუხისმგებლობად შეაფასა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა. აღნიშნულზე ინგრიდა შიმონიტემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ მოწოდებებს შეიძლება სახიფათო შედეგი მოჰყვეს.
