მეცხრე დღეა მსოფლიო პუტინის ომის პირობებში ცხოვრობს
მეცხრე დღეა მსოფლიო პუტინის ომის პირობებში ცხოვრობს. უკრაინა რუსეთის იერიშებს იგერიებს. კიევისთვის ბრძოლები გრძელდება. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. რუსული სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ქვეშ არის ხარკოვი, ერნიგოვი, მარიუპოლი და ოხტირკა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსების დანაკარგი დიდია, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა 10 ათასს უკვე გასცდა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
