ნატო კონფლიქტში არ ჩაერევა
რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება, რუსი ოლიგარქები საკუთარ თავზე გამოცდიან სანქციების სიმძიმეს, იზოლაციაში იქნება ეკონომიკურად და პოლიტიკურად ვლადიმერ პუტინი, დროა შეჩერდეს - ეს არის მოწოდებები ევროკავშირიდან და ნატოდან. დღეს საგანგებო მინისტერიალი ნატოში გაიმართა და ამ წუთებში დიპლომატები ევროკავშირის წევრი სახელიმწიფოებიდან, ევროპულ საბჭოში ნატოს გენმდივანთან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად, უკიდურესად დაძაბულ ვითარებას განიხილავენ. ნატო კონფლიქტში არ ჩაერევა - ასეთია ალიანსის პასუხი უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოყენების შესახებ. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტი მეზობელ ქვეყნებს ურჩევს, არ გაამძაფრონ სიტუაცია და არ დააწესონ შეზღუდვები
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
