ქვეყნის საზიანო კამპანია
ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება ოპოზიციის გამარჯვებად მონათლა, შესაძლოა, სკანდალში აღმოჩნდეს. პარტიის წევრებს არ სურთ იმ სტატიაზე საუბარი, რომლის თანხმად, სააკაშვილის გუნდი ქვეყნის საზიანო კამპანიას უზრუნველყოფს. საუბარია იმ აზრის ლობირებაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მმართველი გუნდის დამსახურება არ არის და არ იქნება. მთავარ დამფინანსებლებად, კეზერაშვილი და ნაყოფია სახელდებიან.
