პარლამენტში საბიუჯეტო და ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევების და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტში საბიუჯეტო და ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევების და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩაატარა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდარე შალვა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი და იუესაიდის საქართველოს წარმომადგენელი. საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგია და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა - ეს ძირითადი დოკუმენტია, სადაც გაწერილია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის უახლოესი წლების პრიორიტეტები.
