ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და ამ კონტექსტში აქცენტი, იმ საფრთხეებზე გააკეთა, რომელიც შესაძლოა საქართველოს წინაშე დადგეს. აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ქვეყანაში პროვოკაციის საფრთხე და რისკები გაზრდილია - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
