მორიგი შეხვედრა ერგნეთში
ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 105-ე შეხვედრა გრძელდება . მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე გამოვლენილ ინცინდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 6 მოქალაქე რჩება . შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ რთული ჰუმანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესხაებ როგორც ცნობილია ოკუპირებულ ახალგორში მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების და საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება უკვე მე3 წელია არ აქვთ.
