ჰააგის სასამართლომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საქმის შესწავლა დაიწყო
ჰააგის სასამართლომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საქმის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ პროკურორმა კარიმ ხანმა „ ფი ბი ეს ის „ ეთერში ისაუბრა. ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 39 - მა სახელმწიფომ მიმართა.პროკურორის ინფორმაციით პირველადი ანალიზი ცხადყოფს, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, ჩადენილია ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები, რაც მოსამართლეთა ნებართვის გარეშე საქმის პირდაპირ გამოძიების საშუალებას იძლევა.
