დღეს ნატოში საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა გაიმართება
დღეს ნატოში საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა გაიმართება . მინისტერიალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაესწრება. განიხილება უკრაინაში უკიდურესად დაძაბულ ვითარება და პარტნიორი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაძლიერება , მათ შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი . ნატოში სხდომის შემდეგ, მინისტრები ევროკავშირში გადაინაცვლებენ, სადაც ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სხდომა გაიმართება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ მსოფლიო წესრიგი, ევროპის უსაფრთხოება და საერთაშორისო სამართალი ასეთი დარტყმის ქვეშ არასდროს არ ყოფილა
