უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს. შენარჩუნებულია ენერგობლოკების მთლიანობა , თუმცა ვინ აკონტროლებს ამ დროისთვის ატომურ ელექტრო სადგურს მედიაში სხვასხვა ინფორმაცია ვრცლდება. ბირთვული საფრთხის რეალური საშიშროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის მხრიდან გვიან ღამით ტერიტორია დაიბომბა. თეთრი სახლის ინფორმაციით ამ ეტაპზე რადიაციული ფონის მომატება არ ფიქსირდება. განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა , ატომურ ელეტროსადგურზე იერიშის მიტანა დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა . პარალელურად უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
