დახმარება უკრაინას
ბელიაშვილის ქუჩა, ნომერი 5. ეს არის მისამართი თბილისში, სადაც ხვალიდან, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება. აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე მოქალაქეებს. გარდა ამისა, თბილისის მერია მზადაა უკრაინელი ლტოლვილები შეიფაროს. საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
