ომის მერვე დღე უკრაინაში
უკრაინა იუწყება, რომ რუსეთმა ხერსონის დანაღმვა დაიწყო. ბრძოლა გრძელდება. საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელები სამშობლოში ბრუნდებიან. 50 ათასზე მეტი მოქალაქე ლვოვის გავლით მებრძოლებს უერთდება. უკრაინა გაეროს, ევროპარლამენტს, წითელ ჯვარს მიმართავს. მოსახლეობის დაცვას და მშვიდობისმყოფელების შეყვანას ითხოვს. ისევ იბომბება საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
